სიახლეები
საარჩევნო მონიტორინგის შედეგები
არასამთავრობო ორგანიზაციებმა
საარჩევნო გარემოს მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნეს.
მათი თქმით, საპარლამენტო
არჩევნებმა თეთრიწყაროს 32-ე ოლქში დარღვევებით ჩაიარა. ანგარიშში
საუბარია საარჩევნო ბიულეტენების შერჩევით გაბათილებაზე,
საარჩევნო პროცესში კომისიის წევრების უხეშ ჩარევასა და ზოგიერთ
ბიულეტენში საარჩევნო სუბიექტების არარსებობაზე. ორგანიზაციების
წარმომადგენლების განცხადებით, მათ საჩივრით მიმართეს საოლქო და
ცენტრალურ საარჩევნო კომისიებს, თუმცა მათი სარჩელი არ
განუხილავთ.