“ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა პოზიცია
შეცვალეს.
აკაკი ბობოხიძე, გია თევდორაძე და გიგი წერეთელი არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებენ. მათი თქმით, წინადადებაზე, რომელიც მათ იმერეთში „ქართული ოცნების“ კანდიდატებს შესთავაზეს, ბუნდოვანი პასუხი მიიღეს. საუბარია პარლამენტის ქუთაისში დატოვებაზე. რას ამბობენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და როგორია პასუხი „ქართულ ოცნებაში“.