პლენუმის 8 წევრი არჩევანს ორ კანდიდატს შორის გააკეთებს. მოსამართლეების ნაწილმა თავმჯდომარეობის კანდიდატად ირინა იმერლიშვილი დაასახელა, ნაწილმა კი ზაზა თავაძე. თავმჯდომარის ასარჩევად ხუთი მოსამართლის მხარდაჭერაა საჭირო, ამჟამად პლენუმის შემადგენლობაში 8 მოსამართლეა. იმ შემთხვევაში, თუ ხმები თანაბრად გადანაწილდა, არჩევნები ხელახლა უნდა დაინიშნოს, დღეს წარმოდგენილ კანდიდატებს კი არჩევნებში მონაწილეობის მიღება აღარ შეეძლებათ.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს პლენუმი ფარული კენჭისყრით 5 წლის ვადით ირჩევს.