სიახლეები
გიგა შენგელიას მამა გამოკითხეს
კრწანისის სასწავლო ცენტრში მომხდარი
ინციდენტის დროს
გარდაცვლილი გიორგი შენგელიას მამა
რომან შენგელია გუშინ სამხედრო პოლიციაში გამოკითხვაზე
იმყოფებოდა. მისი თქმით, გამოძიება ძირითადად მისი მეორე შვილის
ადგილსამყოფელით არის დაინტერესებული. შენგელიას განცხადებით, მან
გამოძიებას მიაწოდა ინფორმაცია ორ გაქცეულ პირთან დაკავშირებითაც,
თუმცა, ჟურნალისტებთან კონკრეტიკისგან თავი შეიკავა. როგორც
შენგელია აცხადებს ის გამოძიებას ენდობა.