
„ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის
ორგანიზაცია პროკურატურას მიმართავს.
ლევან ვარშალომიძე უწყებას
მოუწოდებს, შეისწავლოს ვიდეომასალები, რომლებიც პარტიამ მოიპოვა. მისი
შეფასებით, იკვეთება არა მარტო დარღვევის, არამედ სისხლის სამართლის
დანაშაულის ნიშნებიც. ვარშალომიძის განცხადებით, ათეულობით საჩივარი,
რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოამზადა, შეგნებულად არ
დაკმაყოფილდა არც საარჩევნო კომისიების და არც სასამართლოს მიერ,
მიზეზი კი დარღვევების მასშტაბია, რომელიც იმდენად დიდი იყო,
რომ არჩევნების შედეგებს შეცვლიდა.