როგორც კობახიძემ განაცხადა, აღნიშნულთან დაკავშირებით სერიოზული კომენტარის გაკეთება შეუძლებელია. "ქართული ოცნების " კიდევ ერთი წევრი, ირაკლი მდინარაძე "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს.
მისი თქმით, 86-ე უბანზე 400 ხმა საერთოდ არ დაფიქსირებულა. რაც შეეხება დარღვევებს, მდინარაძის თქმით, იყო უმნიშვნელო დარღვევები რაზეც შესაბამისი რეაგირება იქნება.
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ გუშინ გაავრცელა ვიდეოჩანაწერი, რომელზეც, მათი მტკიცებით, ”ქართული ოცნების” წარმომადგენელი ზაზა ბაირამოვი ჰყვება, თუ როგორ ჩაყარა 400 ბიულეტენი 86-ე უბანზე.