
ისევ კირბალი და მორიგი დაკავება
საოკუოპაციო ხაზთან.
ამჯერად ეგრეთწოდებულმა
მესაზღვრეებმა 49 წლის ალექსი დოთიაშვილი გაიტაცეს.
მამაკაცი ოკუპანტებმა სოფლის განაპირად გამყოფ ხაზთან ტყის სიახლოვეს
დააკავეს. შეშაზე წასული დოთიაშვილი გუშინ სახლში
აღარ დაბრუნდებულა.
ოჯახისათვის კი დღეს გახდა
ცნობილი, რომ იგი ცხინვალის იზოლატორში ჰყავთ გადაყვანილი. ცოტა ხნის
წინ ოჯახის წევრებს გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი
შეხვდა.