სიახლეები
ახალი პარლამენტის პირველი სხდომა
მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 19 ნოემბრამდე უნდა ჩატარდეს.
ამას პარლამენტის რეგლამენტი ითვალისწინებს. ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის დღეს პრეზიდენტი ნიშნავს. ასევე პრეზიდენტი ხსნის ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომას. პარლამენტი პირველივე სხდომაზე აირჩევს პარლამენტის თავმჯდომარეს და ვიცე-სპიკერებს, ასევე დააკომპლექტებს კომიტეტებს და აირჩევს მათ თავმჯდომარეებს.

წინასწარი მონაცემებით, მე-9 მოწვევის პარლამენტში „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნება. ვინ რა თანამდებობას დაიკავებს საკანონმდებლო ორგანოში და რა იქნება პირველი საკანონმდებლო ინიციატივები რომელსაც დეპუტატები დააყენებენ.

Print