სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, ლევან იზორიასგან პირადად მიეღოთ ინფორმაცია თავდაცვის პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, უახლოეს მომავალში მთავრობის წევრების და საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით ფართო პრეზენტაცია მოეწყობა, რომლის დროსაც საზოგადოებას საშუალება ექნება 100 დღის განმავლობაში განხორციელებული ღონისძიებების და უწყების სამომავლო გეგმების შესახებ მიიღოს ინფორმაცია.