ე.წ მესაზღვრეებმა ამჯერად 49 წლის ალექსი დოთიაშვილი გაიტაცეს. მამაკაცი ოკუპანტებმა სოფლის განაპირას გამყოფ ხაზთან ტყის სიახლოვეს დააკავეს. შეშაზე წასული დოთიაშვილი გუშინ სახლში აღარ დაბრუნდებულა. ოჯახმა დღეს შეიტყო, რომ ის ცხინვალის იზოლატორში ჰყავთ გადაყვანილი. ოჯახის წევრებს გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი შეხვდა. მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია