აჭარაში მაჟორიტარული არჩევნების
მეორე ტურის წინასწარი შედეგები ცნობილია.
ექვსივე ოლქში ქართული ოცნების კანდიდატები ლიდერობენ. შესაბამისად უკვე შეგვიძლია ვისაუბროთ მე-4-ე მოწვევის აჭარის უმაღლესი საბჭოს მანდატების გადანაწილებაზე. ვის ეკუთვნის საკანონმდებლო ორგანოს უმრავლესობის ბერკეტი, ვინ მოიაზრება საბჭოს თავმჯდომარედ და შეიცვლება თუ არა სამი თვის წინ დანიშნული ახალი მთავრობის თავმჯდომარე, რომელმაც შესაძლოა ახალი მინისტრთა კაბინეტიც წარადგინოს.