სიახლეები
ყვავილების ბაზრობის ახალი იერი
კოლმეურნეობის  მოედანზე მდებარე  “ყვავილების ბაზრობა” მალე იერს შეიცვლს.
ტერიტორიის მესაკუთრე კოდუების ოჯახი ბაზრობის ნაცვლად, აქ სავაჭრო ცენტრის გახსნას გეგმავს.   პროექტი, რომელიც მათ აქვთ, მეყვავილეებისთვის ცენტრის პირველ სართულზე კეთილმოწყობილი ყვავილების მაღაზიების გახსნასაც ითვალისწინებს. როგორც ბაზრობის თანამშრომლები აცხადებენ, ისინი მზად არიან სხვის საკუთრებაში მყოფი ტერიტორია ნებაყოფლობით დატოვონ და ალტერნატიულ ფართებში გადავიდნენ. პროექტის დამტკიცების შემთხვევაში, სავაჭრო ცენტრის ასაშენებლად მხოლოდ 2 თვე იქნება საჭირო.
Print