2016 წლის ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოს ნახევარ მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ეს 4, 5%-ით მედია. ზრდა დაფიქსირდა 10 თვის მონაცემებშიც. იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით ტურისტების რაოდენობამ 8, 1%-ით იმატა. ყველაზე მეტი სტუმარი საქართველოს სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, რუსეთიდან და უკრაინიდან ეწვია.