სიახლეები
შეცვლის თუ არა ვიქტორ დოლიძე ბაქრაძეს?
სამთავრობო გუნდში შესაძლოა
ვიხილოთ პოლიტიკოსი, რომელიც არჩევნებამდე „ქართული ოცნების“ ოპონენტი
პარტიის ერთ-ერთი ლიდერი იყო.
ვიქტორ დოლიძემ მმართველ გუნდთან
თანამშრომლობის მზაობა „თავისუფალი დემოკრატების“ დატოვების
შემდეგ რამდენიმე დღეში დაადასტურა.ამჯერად ვრცელდება ვერსია,
რომ ის შესაძლოა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში
სახელმწიფო მინისტრად დაინიშნოს. თემაზე ვიქტორ დოლიძე
მედიასთან ამ ეტაპზე არ საუბრობს რაც შეეხება „ქართულ ოცნების“
პოზიციას, პარტიაში კონსულტაციების მიმდინარეობას არ უარყოფენ
და არც ადასტურებენ .