საყვარელიძის თქმით, უკრაინელი ხალხი მის თავდამსხმელებსა და შემკვეთებს პოლიტიკურ სანაგვეზე გაისტუმრებს. „ჩვენი ომი გრძელდება, კარგად მოიკითხეთ ჩემი აღზრდის შესახებ, წარმოშობით საიდან ვარ და ვინ ვარ“, - წერს საყვარელიძე სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე.
მომხდარს გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტიც. მიხეილ სააკაშვილის აზრით ,თავდასხმა ე.წ. ტიტუშკების განხორციელებულია.