სიახლეები
ხადურის განცხადება
მე ვადასტურებ იმ ინფორმაციას, რომ
ბატონი პრემიერ-მინისტრი
ამ თვის განმავლობაში გააკეთებს
განცხადებას ახალი მთავრობის შესახებ, დანარჩენს ყველაფერს
პრემიერ-მინისტრი იტყვის, - ასეთი კომენტარი გააკეთა საქართველოს
ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტების შეკითხვაზე,
ადასტურებს თუ არა ინფორმაციას, თანამდებობის დატოვების
შესახებ. როგორც ხადურმა აღნიშნა, იგი აგრძელებს მუშაობას.
შეკითხვებს: არის თუ არა კონსულტაციები მასთან ან შესაძლებელია თუ არა
ვიხილოთ სხვა თანამდებობაზე, ხადურმა არ უპასუხა.