სიახლეები
პროკურატურის განცხადება
სულხან მოლაშვილის ოჯახს 2004 წელს სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემული ქონება დაუბრუნდა
საუბარია წავკისში მდებარე ერთ-ერთ აგარაკზე, რომელიც მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, მოლაშვილის ოჯახს, კონტროლის პალატის ყოფილი ხელმძღვანელის გათავისუფლების სანაცვლოდ 140 000 ლარად აყიდინეს და სახელმწიფოსთვის გადააცემინეს.

დღესვე პროკურატურის გადაწყვეტილებით უკანონოდ ჩამორთმეული ქონება კიდევ ორ დაზარალებულს დაუბრუნდა. მათ 6 ავტომანქანები და თბილისში არსებული მიწის ნაკვეთი დაუბრუნდათ.

Print