ამ დროისთვის ახალი დეპარტამენტის მიერ გაწეული მუშაობის შედეგად გახსნილია ქონების იძულებით ჩამორთმევის 47 ფაქტი, დაზარალებულად ცნობილია 84 მოქალაქე, რომელთაც დაუბრუნდათ და დაბრუნების პროცესშია 18 მილიონ ლარამდე ღირებულების უძრავ-მოძრავი ქონება, მათ შორის 71 მანქანა, საცხოვრებელი ბინები, საოფისე და კომერციული ფართები, ღვინის ქარხანა, საცურაო კომპლექსი და მიწის ნაკვეთები.