და რა ცვლილებები გატარდება საკონსტიტუციო ჭრილში,როგორც მმართველ გუნდში აცხადებენ, მას შემდეგ რაც ახალი პარლამენტი შეუდგება საქმიანობას, მოხდება მსჯელობა რა ფორმატი შეიქმნება იმისთვის, რომ კონსტიტუციაში გარკვეული ცვლილებები განხორციელდეს. როგორც „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, საკონსტიტუციო ცვლილებებს როგორც მთავარ პრიორიტეტს ამ ეტაპზე მმართველი გუნდი არ განიხილავს, თუმცა ისინი ამბობენ, რომ თუ ცვლილებები მოხდება ეს იქნება საჯარო დისკუსიის შედეგი.