ნიკა გვარამიას საგამოძიებო ორგანოში დღეს 3 საათზე ელოდებიან.
,,რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორი კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის, პირადი საუბრების უკანონოდ მოპოვებისა და გავრცელების საქმეზე მოწმის სტატუსით დაიკითხება. გვარამიას ადვოკატის ინფორმაციით, გამოძიება მისი დაცვის ქვეშ მყოფის
და მამუკა ახვლედიანის საუბრის ფარული აუდიოჩანაწერის გავრცელების საკითხით ინტერესდება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერნეტში გვარამიასა და ახვლედიანის
საუბრის ჩანაწერის გავრცელების საქმეზე გამოძიება 2016 წლის 3
ოქტომბერს დაიწყო.