დასაქმებული რამდენიმე ქართველი მუშა ჩინური კომპანიის "23-ე ბიუროს" წარმომადგენლებმა სცემეს.
ისინი სხვადასხვა საავადმყოფოებში არიან გადაყვანილები. დაშავებულია ათი ადამიანი, მათგან ოთხის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია, ისინი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებიან.
რა გახდა დაპირისპირების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეში ჩინური კომპანია „23-ე ბიურო“ რკინიგზის მშენებლობას აწარმოებს. ადგილზე სოფლის მოსახლეობაა შეკრებილი და ისინი კომპანიისთვის საქმიანობის შეჩერებას ითხოვენ.