სიახლეები
ეროვნული ვალუტა ისევ გაუფასურდა - ლარის მაქსიმუმი და მინიმუმი
ეროვნული ვალუტა დოლართან
მიმართებაში გაუფასურებას განაგრძობს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უკვე
დაადგინა 4 ნომებრის გაცვლითი კურსიც, რომლის მიხედვითაც 1
დოლარის ოფიციალური ღირებულება ხვალ 2 ლარი და 43 თეთრი იქნება.
შესაბამისად, დევალვაციამ ბოლო ერთ დღესში 2 მეასედს გადააჭარბა.
დოლარის გარდა, ეროვნული ვალუტა გაუფასურდა ევროსთან მიმართებაშიც.
ამის მიუხედავად მთავრობის ეკონომიკური გუნდის პროგნოზი
დამაიმედებელია.