შეხვედრის მონაწილეებმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან დაკავშირებული მიმდინარე საერთაშორისო ოპერატიული საქმეები განიხილეს. კონფერენციას ავსტრიის ბუნდეს - კრიმინალამტის კრიმინალური პოლიციის უფროსი ერნსტ გაიგერი, ასევე,მოლდოვის, უკრაინის, ბელარუსის, სომხეთის, აზერბაიჯანის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტების და ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საქართველო ერთ-ერთი ძირითადი პარტნიორი ქვეყანაა კავკასიის რეგიონიდან, რომელიც საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობასთან დაკავშირებით ევროკავშირის პროექტში ჩაერთო.