სიახლეები
ლევან იზორიამ ბაზა "მარმალი" დაათვალიერა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ
გერმანიის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელის გენერალ ვოლკერ ვიკერის მიწვევით ავღანეთში, მაზარ-ი-შარიფში, გერმანული ბაზა "მარმალი" დაათვალიერა.

ბაზაზე  თავდაცვის მინისტრი მტკიცე მხარდაჭერის" მისიის ჩრდილოეთ მიმართულების სარდალს, ბრიგადის გენერალ ჰარტმუტ რენკს შეხვდა. მან  მინისტრისთვის საინფორმაციო ბრიფინგი ჩაატარა და მართვის ცენტრი დაათვალიერებინა.

ლევან იზორია ქართველ სამხედროებს უშუალოდაც გაესაუბრა, მათი პრობლემები მოისმინა და დახმარებას დაჰპირდა.

Print