რაც შეეხება კონკრეტულ კანდიდატურებს, გია ვოლსკის თქმით, პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ერთ-ერთი კანდიდატურა, რომელიც განიხილება, ირაკლი კობახიძეა. სხვა თანამდებობის პირების შესახებ ის რაიმე ინფორმაციას არ ახმაურებს.
რაც შეეხება კოალიციის ყოფილ წევრებს, შესაძლებელია თუ არა სამომავლოდ ისინი ვიხილოთ მმართველ გუნდში, რომელიმე თანამდებობაზე, როგორც გია ვოლსკი ამბობს, ჯერჯერობით საკითხი არ განიხილება. თუმცა "თავისუფალი დემოკრატების" ყოფილი წევრის, ვიქტორ დოლიძის სავარაუდო გამინისტრების ფაქტსზე ვოლსკი აცხადებს, რომ მისი მინისტრის პოტზე განხილვა საკმაოდ კარგი გადაწყვეტილება იქნება.