საქმე ფოთის წისქვილკომბინატის წილებს შეეხება, რომელიც ვანო ჩხარიტიშვილის მფლობელობაში იყო. თუმცა, თიბისი ბანკში აღებული სამ მილიონიანი კრედიტის დასაფარად ბანკმა წისქვილკომბინატი აუქციონზე გაიყიდა. ჩხარტიშვილი მოპასუხეებისგან კანონდარღვევით გაყიდული ობიექტის უკან დაბრუნებას და იმ თანხის ანაზღაურებას ითხოვს, რაც შესაძლოა, მოგების სახით „წისქვილქარხნის“ ფუ
ნქციონირებისგან მიეღო. საუბარია 32 მილიონ დოლარზე. დღეს, სასამართლოში პროცესი. შპს „აგრიკომის“ იურისტის მოთხოვნით გადაიდო, რომელმაც საქმის გასაცნობად დრო მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში პროცესი 14 ნოემბერს განახლდება.