სიახლეები
ჯიხაშკარის ინციდენტზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

ჯიხაშკარში უცხოელი დამკვირვებლისთვის ფიზიკური

შეურაცხყოფის მიყენების საქმეზე პოლიციამ კიდევ ერთი პირი დააკავა.

ფაქტს  შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი ადასტურებს.

როგორც ცნობილია დაკავებული თავად უცხოელმა დამკვირვებელმა ანუ დაზარალებულმა ამოიცნო. მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ დამკვირვებელი  ფიზიკურად საქართველოში არ იმყოფებოდა და როდესაც მეორე ტურისთვის ჩამოვიდა, სწორედ მაშინ მოხერხდა მისი ამოცნობა.

რაც შეეხება გორში 30 ოქტომბერს, მომხდარ დაპირისპირებას, როგორც შს მინისტრის მოადგილემ განაცხადა, მიმდინარეობს  გამოძიება და კონკრეტული დეტალები ექსპერტიზის სემდეგ გახდება ცნობილი.

 

Print