დიპლომატიის დღესთან დაკავშირებით
სპეციალური ღონისძიება საქართველოს პრეზიდენტის სასახლეშიც
გაიმართა.
გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს
სრულუფლებიანი ელჩები რევაზ ადამია, გიორგი ბურდული და ლევან მიქელაძე
სიკვდილის შემდეგ ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით
დააჯილდოვა.
ღონისძიებას უნივერსიტეტის
სტუდენტები ესწრებოდნენ. ჯავახიშვილის სახელობის უმაღლესი
სასწავლების საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტს 25 წელი შეუსრულდა
და ამ დღესთან დაკავშირებით პრეზიდენტმა სულხან საბა ორბელიანის
სახელობის სტიპენდია დააწესა.