სიახლეები
ჯიხაშკარის ინციდენტზე ერთ-ერთი პირი დააკავეს
ჯიხაშკარში უცხოელი დამკვირვებლისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის
მიყენების საქმეზე პოლიციამ კიდევ ერთი პირი დააკავა. ფაქტს შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი ადასტურებს. როგორც ცნობილია დაკავებული
თავად უცხოელმა დამკვირვებელმა ანუ დაზარალებულმა ამოიცნო. მინისტრის მოადგილე განმარტავს რომ
დამკვირვებელი ფიზიკურად საქართველოში არ იმყოფებოდა და როდესაც მეორე ტურისთვის ჩამოვიდა, ამ პირის ამოცნობა
მხოლოდ მაშინ მოახერხა, რაც შეეხება გორში 30 ოქტომბერს მომხდარ დაპირისპირებას, როგორც შს მინისტრის მოადგილემ განაცხადა, მიმდინარეობს გამოძიება და კონკრეტული დეტალები ექსპერტიზის შემდეგ გახდება
ცნობილი.