სიახლეები
პროცესები „რესპუბლიკურ პარტიაში“
“რესპუბლიკური პარტია" ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში ძალებს კარგავს.

პარტიის წევრები რაიონული ორგანიზაციებიდან მიდიან, ნაწილს კი თანამდებობებს ატოვებინებენ. დღეს ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარე გადააყენეს, რომელიც სწორედ “რესპუბლიკურ პარტიას” წამოადგენდა.

“რესპუბლიკელები” მათი წევრების შევიწროებაზე და გადაბირებაზე  საუბრობენ. ამ ყველაფერს კი მმართველ გუნდს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აბრალებენ.

Print