საქართველო რუსეთს შორის ეკონომიკური
ურთიერთობების
გაღრმავებისთვის, რუსული ტურისტული
კომპანიის "ექსპო ჯეოს" ინიციატივით და საქართველოს დამსაქმებელთა
ასოციაციის და მისი წევრი კომპანიის "უნივერს ბიზნეს ჯგუფის"
ორგნიზებით საქართველო-რუსეთის ბიზნეს ფორუმი გაიმართა.
შეხვედრაზე რუსეთის მხრიდან
წარმოდგენილი იყო 10 მდე კომპანია: ინფრასტრუქტურული, ენერგეტიკის და
მშენებლობის სფეროებიდან. მათ ბიზნეს სექტორის წარმომადგენელ ქართულ
კომპანიებთან ერთად სავაჭრო-ეკონომიკური და პარტნიორული
ურთიერთობების გააქტიურებაზე ისაუბრეს.