სიახლეები
გამწვანების აქცია
სამგორის რაიონში, მოსკოვის გამზირზე მდებარე 128-ე საბავშვო ბაღის ეზოში 150 ძირი კვიპაროსი დაირგო.
გამწვანების აქციაში დღეს თბილისის მერი დავით ნარმანიაც მონაწილეობდა. გამწვანების სეზონური ღონისძიებების ფარგლებში, დარგული ხე-მცენარეების მოვლა-პატრონობას კონტრაქტორი კომპანია „მწვანე სახლი“ 4 წლის განმავლობაში უზრუნველყოფს.
Print