სიახლეები
ავტომობილების პერიოდული ტესტირება

საქართველოს მთავრობა ე.წ ტექდათვალიერების შემოღების წესთან დაკავშირებით სპეციალურ კონკურსს აცხადებს.

ინტერესთა გამოხატვას ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო პერიოდული ტესტირების სრულად ასამოქმედებლად საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვის მიზნით საბუთები 18 დეკემბრამდე მიიღება. კონკურსში  მონაწილეობა შეეძლება ყველა საერთაშორისო კომპანიას, რომელსაც ექნება ევროკავშირის წევრ ქვეყნებში პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების დანერგვის გამოცდილება. მთავრობაში განმარტავენ, რომ ავტოტრანსპორტის სავალდებულო პერიოდული ტესტირება მოქმედებს ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოში და ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულება ამას საქართველოსაც ავალდებულებს.

 

Print