სიახლეები
მანანა კობახიძის გადაწყვეტილება - შეფასებები

 

არავითარ წყენას ადგილი არ აქვს, - ამის შესახებ მე 8 მოწვევის  პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე აცხადებს.

კობახიძე ადასტურებს, რომ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობის დაკავების თაობაზე მმართველი გუნდისგან შეთავაზება მიიღო, თუმცა განმარტავს, რომ გადაწყვეტილება არ მიუღია და კონსულტაციები გრძელდება. არსებული ინფორმაციით, მანანა კობახიძეს ვიცე-სპიკერობიდან ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარედ გადანაცვლება არ სურს. მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკიც ადასტურებს, რომ „არის რაღაც პირადი ფაქტორები“, რითაც მანანა კობახიძის ეს პოზიციაა განპირობებული.

 

 

 

Print