სიახლეები
სიახლე ენერგომომარაგების სფეროში
მათ ვინც  სასტუმროების, საწარმოების ან თუნდაც სახლების ელექტრომომარაგებას საკუთარი მიკრო სადგურებით ცდილობს
სემეკი დამატებით შესაძლებლობას სთავაზობს. ახალი რეგულაციის მიხედვით განახლებად ენერგიაზე მომუშავე ინდივიდუალურ სადგურებს, მათ შორის მზის ენერგიის მიმღებ ელემენტებს ცენტრალურ სისტემას მიუერთებენ, ჭარბი ენერგიის დაგროვების შემთხვევაში კი მომხმარებელმა შესაძლოა ის გაყიდოს და დავალიანების ნაცვლად პირიქით,  დამატებითი შემოსავალი მიიღოს.
პროექტის პრეზენტაცია დღეს სემეკმა ენერგეტიკის მინისტრთან ერთად გამართა.
Print