სიახლეები
მსჯელობა ე.წ. სამხერთ ოსეთში

ე.წ. სამხრეთ ოსეთში შესაძლოა სავალდებულო სამხედრო სამსახურის ხანგრძლივობა შემცირდეს.

როგორც საქართველოს ოკუპირებული რეგიონის თავდაცვის დე ფაქტო მინისტრმა განაცხადა, სავალდებულო სამხედრო სამსახური 18 თვიდან 1 წლამდე შემცირდება. ე.წ. კანონპროექტი სეპარატისტული რეჟიმის დე ფაქტო მთავრობამ უკვე მოიწონა. ე.წ. დოკუმენტი საქართველოს ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პარლამენტში დასამტკიცებლად უკვე გადაიგზავნა. აღსანიშნავია, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურის ხანგრძლივობა რუსეთშიც 2018 წლიდან 1 წლის ვადით განისაზღვრა.

 

Print