სიახლეები
დაკავება ქურდობის ბრალდებით
შსს-მ ქურდობის ბრალდებით 6  პირი დააკავა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა მიმდინარე წლის სექტემბერ-ოქტომბერში ახალქალაქის და ნინოწმინდის რაიონების სხვადასხვა სოფელში ქურდობის 6 ფაქტი ჩაიდინეს. ბრალდებულებმა გაქურდეს სასურსათო მაღაზიები და სწრაფი ჩარიცხვის აპარატები. ასევე დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირებმა ნინოწმინდის რაიონში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სოფელ ფოკის საზოგადოებრივი ცენტრის შენობაში განთავსებული ერთ-ერთი ბანკის სერვისცენტრი გაქურდეს, საიდანაც ფული და პლასტიკური ბარათები მოიპარეს. ექვსივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
Print