სიახლეები
რეგიონული კონფერენცია
თავდაცვის მინისტრი რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა.
შეხვედრის მთავარი თემა შავი ზღვის აუზის უსაფრთხოების საკითხი იყო.  როგორც ლევან იზორიამ აღნიშნა, ახლო მომავალში სამუშაო ჯგუფის შექმნა იგეგმება, სადაც უფრო დეტალურად განიხილება შავი ზღვის აუზის ქვეყნების თანამშრომლობის პერსპექტივები. შავი ზღვის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხზე საქართველოში წლის ბოლოს კონფერენციის ჩატარებაც იგეგმება.

მხარეებმა ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივ თანამშრომლობაზე ისაუბრეს. ლევან იზორიამ დიპლომატს მადლობა გადაუხადა უელსის სამიტზე საქართველოსთვის მინიჭებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციაში რუმინელი წარმომადგენლების ჩართულობისთვის.

Print