ამავდროულად იყოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ან სხვა საჯარო თანამდებობა ეკავოს.
ამ განცხადებას ”საერთაშორისო გამჭვირვალობის” საპარლამენტო მდივანი აკეთებს. ლიკა საჯაიას შეფასებით, როგორც კი პარლამენტში გიორგი კვირიკაშვილის სადეპუტატო უფლებამოსილება იქნება ცნობილი, წარმოიქმნება თანამდებობრივი შეუთავსებლობის საკითხი, პრემიერის მოვალეობის შემსრულებლის სტატუსთან მიმართებით. საჯაიას განმარტებით, იმის გათვალისწინებით, რომ ასეთ შემთხვევაზე კანონი რაიმე განსხვავებულ ჩანაწერს არ ითვალისწინებს, მასზე ის საკანონმდებლო ნორმა უნდა გავრცელდეს, როცა თანამდებობრივი შეუთავსებლობის აღმოფხვრა შვიდი დღის ვადაში ხდება.