სიახლეები
მოსამართლეთა შერჩევა დანიშვნის საკითხი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის საკითხი

საკონსტიტუციო სასამართლოს განახლებულმა პლენუმმა არსებითი განხილვის ეტაპზე დააბრუნა. სარჩელი არსებითი განხილვის ეტაპზე  სამი ახალი მოსამართლიდან ერთ-ერთმა დააბრუნა, თუმცა რომელმა  „საიას“ იურისტისთვის უცნობია. გიორგი გოცირიძე არ გამორიცხავს, რომ  სათათბირო ოთახიდან სხდომათა დარბაზში სხვა საქმეებიც დაბრუნდეს, რაც მისივე შეფასებით გადაწყვეტილების მიღებას დროში გააჭიანურებს.

ეს პლენუმის ახალი შემადგენლობის პირველი საქმეა. ისინი საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის იმ ნორმის კონსტიტუციურობაზე იმსჯელებენ, რომელიც არ ავალდებულობს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დაუსაბუთოს კონკრეტულ კანდიდატს, თუ რატომ უთხრა უარი მოსამართლედ დანიშვნაზე. სარჩელის ავტორები არიან ყოფილი მოსამართლეები მოპასუხე კი საქართვლოს პარლამენტია.

 

Print