სიახლეები
თბილისის ბაროკოს ფესტივალი
10 ნოემბრიდან 14 დეკემბრის ჩათვლით
„თბილისის ბაროკო ფესტივალი 2016“ გაიმართება.
წელს, ფესტივალს ადგილობრივი
არტისტებისა და შემოქმედებითი ჯგუფების გარდა, სტუმრობენ ძველი
მუსიკის სპეციალისტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ფესტივალის
ფარგლებში, სულ 8 კონცერტი გაიმართება გარდა კონცერტებისა,
საფესტივალო პროგრამა ლექციებსა და მასტერკლასებს აერთიანებს.
„თბილისის ბაროკო ფესტივალი 2016“ თბილისის სახელმწიფო კამერული
ორკესტრის „საქართველოს სინფონიეტას“ ორგანიზებით
ხორციელდება.