სამედიცინო კორპორაცია ევექსი ,
თურქული ჰოსპიტალების ქსელის „აჩიბადემის“პირველი ოფიციალური
პარტნიორი გახდა.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის
მიხედვით, სხვადასხვა დარგის თურქი ექიმები საქართველოში პერიოდულად
ჩამოვლენ და ქართველ პაციენტებს უფასო სამედიცინო კონსულტაციებს
შესთავაზებენ. რთული დიაგნოზის შემთხვევაში კი, იმ პაციენტებს,
რომლებიც ვერ შეძლებენ საქართველოში სათანადო სამედიცინო მომსახურების
მიღებას, ევექსი მათ მკურნალობას თურქეთში შეღავათიან ფასად
დაუგეგმავს.
ქართული ჯანდაცვის სერვისების
ხარისხის ამაღლებისთვის თანამშრომლობის ფარგლებში მოხდება
სამედიცინო კადრების გადამზადებაც.
უახლოეს მომავალში კი ევექსის
რამდენიმე კლინიკაში ფუნქციონირებას აჩიბადემის ჰოსპიტალების ქსელის
მცირე წარმომადგენლობებიც დაიწყებს.