რუსთავის მერიის ორგანიზებით, დღეს რუსთავში ფართომასშტაბიანი გამწვანების აქცია გაიმართა. აქციის ფარგლებში, თბილისის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიასა და შარტავას გამზირის გამწვანების ზოლში 300-მდე ძირი კვიპაროსის ნერგი დაირგო. საშემოდგომო გამწვანების სამუშაოების ფარგლებში რუსთავში 2 ათასი ძირი სხვადასხვა ჯიშის, მათ შორის, კვიპაროსის, კაკლის, ელდარის ფიჭვისა და პავლოვნიის ნერგები დაირგვება.