
რვადღიანი პროტესტი ზვარეში დასრულებულია.
სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე
დასაქმებული 100-მდე მუშა სამუშაოს უბრუნდება. მათი ერთადერთი
მოთხოვნა ჩინური კომპანიიის ადმინისტრაციამ დააკმაყოფილა და
მენეჯმენტიდან ჩინეთის 15- მდე მოქალაქეს უფლებამოსილება შეუჩერა.
ფიზიკური დაპირისპირება ჩინური კომპანიის ადმინისტრაციასა და და
მუშებს შორის 1 ნოემბერს დაიწყო. ინციდენტის შდეგად 10 მუშა
დაშავდა, მათი ნაწილი მკურნალობას ამ დრომდე გადის