სიახლეები
ახალი პლენუმი ძველ საქმეებს გადახედავს
საკონსტიტუციო სასამართლოს ამჟამინდელი შემადგენლობა
ძველი პლენუმის საქმეებს სავარაუდოდ ხელახლა გადახედავს. ეს ახალ მოსამართლეებზე, ირინე იმრლიშვილზე, გიორგი კვერენჩხილაძესა და თეიმურაზ ტუღუშზეა დამოკიდებული. სამივე მათგანმა უკვე გამოთქვა სურვილი, რომ ათწლიანი უფლებამოსილების განხორციელება, ძველი პლენუმის მიერ გადაწყვეტილებაზე გატანილი საქმის ხელახალი შესწავლით დაეწყო.

დღეს სასამართლო მსჯელობდა, თუ რამდენად კონსტიტუციუყრია მოსამართლეთა დანიშვნის წესის ის ნორმა, რომლის მიხედვითაც, უმაღლესი საბჭო არაა ვალდებული მსაჯულს თანამდებობაზე არდანიშვნის მიზეზები განუმარტოს. მოსამართლეები საქმეს ხელახლა სათათიბროდ დღესვე გაიტანენ.

Print