ზოგიერთმა ევროპელმა ლიდერმა არ
დამალა, რომ ტრამპის გამარჯვება მათი სურვილი არ იყო.
გერმანიის კანცლერი აშშ-ს ახალ ლიდერს საერთო ღირებულებებს ახსენებს. ნატოს გენერალური მდივანი ალიანსის მნიშნელობას უსვამს ხაზს. რადგან სწორედ ამ საკითხს ტრამპი ხშირად აყენებდა ეჭვქვეშ წინასაარჩევო კამპანიის დროს.
როგორ აისახება ეს პოზიცია ამერიკის პოლიტიკაში დრო აჩვენებს. მომავალში გაირკვევა ისიც, საიდან და რამდენად ძირეულ ცვლილებებს დაიწყებს „რესპუბლიკელი“ მილიარდერი. მანამდე ვნახოთ- როგორ შეხვდა მსოლფიო მის წარმატებას.