სიახლეები
დონალდ ტრამპი - აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი
ტრამპი ტრიუმფს აღნიშნავს.
"რესპუბლიკელმა" კანდიდატმა დაპირება შეასრულა, საარჩევნო რუქა გადახაზა იბრძოლა და გაიმარჯვა. ოვალურ კაბინეტში იანვრის ბოლოდან ნიუ-იორკელი მილიარდერი  იმ მსოფლიო ლიდერებსაც უმასპინძლებს, ვისაც მისი გამარჯვება არ სურდა ან ამის არ სჯეროდა.

იმ საარჩევნო სისტემით, რომელიც "დამფუძნებელმა მამებმა" შეიმუშავეს და არავის შეუცვლია, დემოკრატ კანდიდატს ხალხის მეტი ხმა აქვს, თუმცა ჰილარი კლინტონმა დამარცხება აღიარა და კონკურენტსაც მიულოცა. სახ. მდივანს ამერიკის ახლადარჩეული პრეზიდენტის პირველ სიტყვაში ძლიერი კონკურენციისთვის მადლობა ხვდა წილად. ტრამპს ბარაკ ობამაც ულოცავს და თეთრს სახლში ელის. როგორ მიიღო ამერიკამ საკუთარი არჩევანი?

Print