სიახლეები
400 დევნილ ოჯახს ბინა გადაეცემა
დევნილთა საკითხების შემსწავლელმა გაფართოებულმა კომისიამ

რომელიც თბილისში 400 დევნილი ოჯახისათვის ბინების გადაცემის საკითხს განიხილავს მუშაობა დაიწყო.

კომისიის მუშაობის პროცესს დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი ადგილზე გაეცნო. 2016 წლის ბოლომდე, თბილისში ახალაშენებულ კორპუსებში ბინა კიდევ 400 დევნილ ოჯახს გადაეცემა.  აქედან, 200 დევნილი ოჯახი საცხოვრებელ ფართს, ეგრეთ წოდებულ „ოლიმპიურ სოფელში“,  200 კი დადიანის ქუჩაზე,  მენაშენეებისგან გამოსყიდულ კორპუსში მიიღებს.


Print