სიახლეები
''ადამიანის უფლებათა ცენტრის'' მიმართვა

„ ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ყველა პასუხისმგებელ უწყებას მიმართავს

საფინანსო კომპანია „საქართველოს“ მეანაბრეების უფლებები დაიცვან.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ განცხადებით, მის წარმოებაშია ორი საქმე, რომელიც ათასობით მოქალაქის დანაზოგს ეხება. ორგანიზაციის თქმით, საფინანსო კომპანია „საქართველოს“ მიერ მოქალაქეებისგან ანაბრების სახით სესხად აღებული 30 000 000 აშშ დოლარის დაბრუნებას საფრთხე ემუქრება და 20 წლის წინ, შპს „ოქროს საწმისის“ მიერ დაზარალებული მეანაბრეები დღესაც ვერ იღებენ სამართლიან ანაზღაურებას.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“  მიმართავს ყველა პასუხისმგებელ უწყებას, ყველა დონეზე დაიცვან მეანაბრეთა უფლებები, რათა სახელმწიფომ კვლავ არ მიიღოს ახლო წარსულში კარგად ცნობილი „ოქროს საწმისისა“ თუ „ოქროს თასის“ მიერ დაზარალებული მეანაბრეები.

 

Print