
ჩვენ მზად ვართ, აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან ერთად განვაგრძოთ
თანამშრომლობა.
გავაძლიეროთ სტრატეგიული პარტნიორობა და განვამტკიცოთ ორ ქვეყანას
შორის მეგობრობა” - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა
მინისტრმა მიხეილ ჯანელიძე განაცხადა. მინისტრი დონალდ ტრამპს
საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. მისი განცხადებით,
ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც საქართველოს მთავარი სტრატეგიული
მოკავშირე, განუხრელად უჭერს მხარს ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ
მთლიანობას, უსაფრთხოებას, დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებას,
ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.